• მთავარი

საგანმანათლებლო-პროექტი მესტიაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ სს „თელასის“ მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით ,,წიგნები სკოლებს“, რომლის ფარგლებში მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა -გიმნაზიას საჩუქრად გადაეცა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის“ პრეზენტაცია გარდაბნის საჯარო სკოლებში

2016 წლის 22-23 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების- სართიჭალასა და მუღანლოს საჯარო სკოლებში ( ხუთი სკოლა), საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვით სართიჭალაში გაიხსნება ნინოწმინდის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი,

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლა“ საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებაზე

2016 წლის 12 სექტემბერს , საგამოფენო ცენტრში- ,,ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლისა“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები.

ვრცლად

ბორჯომის ცენტრალურ პარკში სამშვიდობო ბანაკების მონაწილეებმა ფლეშმობი ჩაატარეს

2016 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში განახორციელა საზაფხულო ბანაკები

ვრცლად

ნინოწმინდაში პროფესიული კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ სასწავლო-პრაქტიკული ბაზა გაიხსნა

2016 წლის 30 ივნისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში გაიხსნა  საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლას“ სასწავლო-პრაქტიკული ბაზა - ხეხილის ბაღი, რომელიც დაფინანსებულია ისრაელის MASHAV-ის პროგრამის მიერ (მცირე გრანტები კურსდამთავრებულებისათვის), ისრაელის ერთ- ერთი მოწინავე კომპანია NETAFIM -ის მხარდაჭერით (საირიგაციო კომპონენტი).

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters