• ა(ა) იპ ახალი პროფესიული კოლეჯი

    ა(ა) იპ ახალი პროფესიული კოლეჯი

    ახალი პროფესიული კოლეჯის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა პროფესიული პროგრამების განხორციელების მეშვეობით, კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას.
  • ა(ა)იპ მეგობრობის სახლი

    ა(ა)იპ მეგობრობის სახლი

    არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე ,,მეგობრობის სახლი“ ახორციელებს მრავალფეროვან შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩაბმას მშვიდობის მშენებლობის და მისი განმტკიცების პროცესში.
  • ა(ა) იპ ახალგაზრდული სახლი

    ა(ა) იპ ახალგაზრდული სახლი

    ახალგაზრდული სახლის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება (საცხოვრებელი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება, სოციალიზაცია) და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია.
  • ა(ა) იპ ფერმერთა სკოლა

    ა(ა) იპ ფერმერთა სკოლა

    პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლას“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, საქართველოს რეგიონებში პროფესიული განათლების დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საუძველზე მათი შემოსავლების გაზრდა.
  • ა(ა)იპ პროფესიული  სასწავლებელი „სახელობო სკოლა“

    ა(ა)იპ პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლა“

    პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლა“ სტუდენტებს უფასოდ სთავაზობს არაფორმალურ პროფესიულ განათლებას შემდეგ სპეციალობებში: ოქრომჭედლობა და მინანქრის ხელოვნება, მინის მხატვრული დამუშავება, თექა და დეკორატიული ხელოვნება, სამკერვალო ნაწარმის დამზადება.
  • მთავარი

დაიწყო საზაფხულო ბანაკების პროექტის ახალი სამწლიანი ფაზა

2009 წლის ივნისიდან, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიუნიკმა“, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით, დაიწყო სამშვიდობო ბანაკების პროექტის ახალი სამწლიანი ფაზა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters