• მთავარი

ახალგაზრდული გაცვლა ქართველი და ოსი მოზარდებისთვის

საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, მიმდინარე წლის 13–22 ივლისს, ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და ოსი ახალგაზრდები იღებდნენ. 

ვრცლად

მცირე გრანტების პროგრამა პედაგოგებისთვის

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს პედაგოგებისთვის მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივების გამოჩენისა და რეალიზაციის პროცესს, ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცა არაა შეზღუდული):

ვრცლად

სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში

პარტნიორებთან, დონორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების განვითარებასა და სკოლებში სამშვიდობო მიდგომების დანერგვაზე. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყოვეწლიურად 30-მდე მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაერთოს ტრეინინგებში, აიმაღლოს ცოდნა და განივითაროს უნარები, რათა ეფექტურად შეძლოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბება სასკოლო საზოგადოებაში. 

ვრცლად

ჩატარდა ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი

პროექტის - “ქართულ-ოსური ინიციატივა” - ფარგლებში, 20-27 ივნისს, ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრეინინგი ჩატარდასაქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” პროექტს საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის; ტრენინგზე ქართველი და ოსი ახალგაზრდები გადამზადდნენ - განივითარეს ლიდერობის, ფასილიტაციის, ტრენერობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის უნარები, რათა ეფექტურად შეძლონ სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლის მართვა. 

ვრცლად

პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ტრადიცია გრძელდება

17 წელია საქართველოს საპატრიარქოს ფონდი “ლაზარე” და მისი პარტნიორები - “სათემო განვითარების ორგანიზაცია (Community Development NGO), “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ ერთგულები არიან რა, მშვიდობის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ღირებულებების მიმართ, სიამაყით აგრძელებენ წვლილის შეტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად. 

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters