საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ სს „თელასის“ მხარდაჭერით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით ,,წიგნები სკოლებს“, რომლის ფარგლებში მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა -გიმნაზიას საჩუქრად გადაეცა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა
. პროექტის მიზანია რეგიონებში განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება და მისდამი ინტერესის გაზრდა.