,,ფერმერთა სკოლის“ პრეზენტაცია გარდაბნის საჯარო სკოლებში

2016 წლის 22-23 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების- სართიჭალასა და მუღანლოს საჯარო სკოლებში ( ხუთი სკოლა), საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვით სართიჭალაში გაიხსნება ნინოწმინდის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი,

სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები შეისწავლიან შემდეგ სპეციალობებს: ფერმერი, მეფუტკრე, მესაქონლე, მებოსტნე და მეხილე. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ტრენინგებს, ფაკულტატიურ ლექციებსა და სასწავლო ექსკურსიებს დემო ფერმებში. მომავალი ფერმერები მიღებული ცოდნის საფუძველზე გააუმჯობესებენ საკუთარ მეურნეობებს, დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას და პროექტის დახმარებით დაამყარებენ კავშირს ბაზართან, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით.
თეორიული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი სალექციო აუდიტორია, შესაბამისი სასწავლო ინვენტარით, განთავსებულია სოფელ სართიჭალის კულტურის სახლში.
ფონდს აგრარული მიმართულებით უკვე განხორციელებული აქვს ერთი პროექტი, რომლის შედეგადაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯი,,ფერმერთა სკოლა“, რომლის მიზანია რეგიონში პროფესიული განათლების დანერგვით ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მათი შემოსავლების გაზრდა.
სწავლა სართიჭალის ფერმერთა სკოლაში 17 ოქტომბერს დაიწყება.

All for Joomla All for Webmasters