2012 წლის 29 დეკემბერს , საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით, პროექტის-„სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“- ფარგლებში, ბორჯომის კულტურის სახლში წლის შემაჯამებელი, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, უკვე განვლილი და წარმატებით დასრულებული პროექტის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო.