• მთავარი

შეხვედრა კახეთის გუბერნატორთან

2019 წლის 8 თებერვალს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს” წარმომადგენლები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ, სადაც ახალი პროექტის- ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში“ პრეზენტაცია წარადგინეს.

ვრცლად

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

2019 წლის 11 იანვარს, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროფესიულ სასწავლებელ „სახელობო სკოლის“ სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ვრცლად

სემინარი მასწავლებლებისთვის

2018 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე- ,,კონფლიქტის სენსიტიურობის და ტოლერანტობის საკითხები სასწავლო პროცესში”.

ვრცლად

ფონდი ,,ლაზარე“ საქველმოქმედო გამოფენაზე ავსტრიაში

2018 წლის 16 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა (UNWG International Festival -Charity Bazaar),რომელშიც საქართველოს საელჩოს მიწვევით, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“.

ვრცლად

ფეხბურთის და ფრენბურთის სამშვიდობო მატჩები

2018 წელს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირე მასშტაბიან პროექტებზე. პირველ ეტაპზე, 16-დან 25 წლამდე დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამოაგზავნეს სამშვიდობო ინიციატივის იდეები, ხოლო მათ შორის საუკეთესო იდეების ავტორებმა 21 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში: ,,პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი“.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters