ფონდი ,,ლაზარე“ საქველმოქმედო გამოფენაზე ავსტრიაში

2018 წლის 16 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა (UNWG International Festival -Charity Bazaar),რომელშიც საქართველოს საელჩოს მიწვევით, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ დაფუძნებული პროფესიული სასწავლებლის "სახელობო სკოლის" სტუდენტების მიერ მინანქრისგან დამზადებული ქართული ორნამენტებით შემკული სამკაულები,თექისგან შექმნილი ნივთები და სხვ.  ასევე, საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობდნენ ვენაში მცხოვრები და საქართველოდან მიწვეული ხელოვანები. საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ეროვნული ტანსაცმლის აქსესუარები, თექისგან შესრულებული ხელნაკეთი ნივთები,სუვენირები და სხვა.  

ღონისძიება 50 წელია, რაც იმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ქველმოქმედებიდან შემოსული თანხის ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდში ირიცხება, რომელშიც თავისი მცირე წვლილი საქართველოს უკვე მე-6 წელია შეაქვს.

76

78

77

79

All for Joomla All for Webmasters