• ა(ა) იპ ახალი პროფესიული კოლეჯი

    ა(ა) იპ ახალი პროფესიული კოლეჯი

    ახალი პროფესიული კოლეჯის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა პროფესიული პროგრამების განხორციელების მეშვეობით, კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას.
  • ა(ა)იპ მეგობრობის სახლი

    ა(ა)იპ მეგობრობის სახლი

    არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე ,,მეგობრობის სახლი“ ახორციელებს მრავალფეროვან შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩაბმას მშვიდობის მშენებლობის და მისი განმტკიცების პროცესში.
  • ა(ა) იპ ახალგაზრდული სახლი

    ა(ა) იპ ახალგაზრდული სახლი

    ახალგაზრდული სახლის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება (საცხოვრებელი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება, სოციალიზაცია) და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია.
  • ა(ა) იპ ფერმერთა სკოლა

    ა(ა) იპ ფერმერთა სკოლა

    პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლას“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, საქართველოს რეგიონებში პროფესიული განათლების დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების საუძველზე მათი შემოსავლების გაზრდა.
  • ა(ა)იპ პროფესიული  სასწავლებელი „სახელობო სკოლა“

    ა(ა)იპ პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლა“

    პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლა“ სტუდენტებს უფასოდ სთავაზობს არაფორმალურ პროფესიულ განათლებას შემდეგ სპეციალობებში: ოქრომჭედლობა და მინანქრის ხელოვნება, მინის მხატვრული დამუშავება, თექა და დეკორატიული ხელოვნება, სამკერვალო ნაწარმის დამზადება.
  • მთავარი

სამშვიდობო თემას მიძღვნილი მიკრო პროექტი ქალაქ ზესტაფონში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ,,ლაზარეს“ პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, რომელსაც ფონდი პარტნიორებთან ერთად 2007 წლიდან შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 2017 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა 16 წლის ალექსი სვანიძემ სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირე მასშტაბიანი პროექტი წარმოადგინა.

ვრცლად

კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მექანიზმი”

2017 წლის 26 დეკემბერს, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ - ერთი მექანიზმი” გაიმართა.

ვრცლად

ფონდმა ,,ლაზარემ“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვენაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე

2017 წლის 1-2 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა (UNWG International Festival -Charity Bazaar ), რომელშიც უკვე მესამე წელია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“.

ვრცლად

საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“ გაიმართა გამოფენა-კონფერენცია- „სკოლა და არაფორმალური განათლება“

2017 წლის 1 დეკემბერს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“ გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“,

ვრცლად

ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სემინარი კონფლიქტოლოგიაში

2017 წლის 27 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს” პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სემინარი კონფლიქტოლოგიაში: თუ რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის ტიპები და მისი მოგვარების გზები.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters