• მთავარი
  • Blog
  • 4-16 აგვისტო, სამშვიდობო ბანაკების მეორე ნაკადი ახალდაბაში

4-16 აგვისტო, სამშვიდობო ბანაკების მეორე ნაკადი ახალდაბაში

2017 წლის 4 აგვისტოდან 16 აგვისტომდე, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,, ლაზარე“, დაბა ახალდაბაში ( ბორჯომის რაიონი), შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად ახორციელებს პროექტს- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“,

რომელიც ითვალისწინებს 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდების აქტიურ დასვენებას საზაფხულო ბანაკებში, სადაც მათთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები ეწყობა.
სამშვიდობო პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებს შორის კულტურათა ურთიერთგაცვლა, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გაცნობა, ტოლერანტობისა და მეგობრული გრძნობების გაღვივება.

All for Joomla All for Webmasters