• მთავარი
  • სიახლეები
  • სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში საერო სკოლა ,,ოპიზაში“ სემინარი ჩატარდა

სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში საერო სკოლა ,,ოპიზაში“ სემინარი ჩატარდა

პროექტის -,,საერთაშორისო  სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, ფონდი,, ლაზარე“  აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სხვადასხვა  სკოლებთან. 2014 წლის 12 ოქტომბერს, საერო სკოლა ,,ოპიზაში“  გაიმართა სემინარი- ,,კონფლიქტები და სტერეოტიპები“. შეხვედრაზე მოზარდებმა აღნიშნეს, რომ  სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,

ეროვნების,  კულტურის ან პიროვნების მიმართ, ანუ წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ხალხთა შორის. რა თქმა უნდა, საჭიროა მათი დაძლევა, ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა - მეგობრული ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემაა. 24 ოქტომბერს, სკოლაში, ზაზა ურუშაძის ფილმის- ,, მანდარინების“ ჩვენება მოეწყო, რომლის  სიუჟეტიც აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება.  ფილმის დასრულების შემდეგ   მოზარდებს შორის  გაიმართა დისკუსია.

All for Joomla All for Webmasters