• მთავარი
  • სიახლეები
  • ფონდმა ,,ლაზარემ“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვენაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე

ფონდმა ,,ლაზარემ“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ვენაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე

2017 წლის 1-2 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა (UNWG International Festival -Charity Bazaar ), რომელშიც უკვე მესამე წელია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“.

წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ დაფუძნებული ახალი პროფესიული კოლეჯის სტუდენტების მიერ მინანქრისგან დამზადებული ქართული ორნამენტებით შემკული სამკაულები,თექისგან შექმნილი ნივთები და სხვ. ასევე საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობდნენ ვენაში მცხოვრები და საქართველოდან მიწვეული ხელოვანები. საელჩოს კოორდინაციით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ეროვნული ტანსაცმლის აქსესუარები, თექისგან შესრულებული ხელნაკეთი ნივთები,სუვენირები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიწოდებული სარეკლამო მასალა.
ღონისძიება 49-ე წელია რაც იმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ქველმოქმედებიდან შემოსული თანხის ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდში ირიცხება, რომელშიც თავისი მცირე წვლილი ფონდ ,,ლაზარეს“ უკვე მე-3 წელია შეაქვს.

All for Joomla All for Webmasters