„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ არის ფონდ „ლაზარეს“ გრძელვადიანი სამშვიდობო პროექტი, რომლის მიზანია, ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა, ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის აღდგენა, ტოლერანტობის გაძლიერება და მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის განვითარება.
პროექტი წარმოადგენს ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამის გაგრძელებას და ეფუძნება წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და პრაქტიკულ შედეგებს. ინიციატივა ხორციელდება საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი…
საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, როგორც პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის - „ფერმერთა სკოლის“ დამფუძნებელი, ცენტრის საშუალებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით, - „პროფესიული განთლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია, აგროსექტორში თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების განვითარება და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში, „ლაზარე“ უზრუნველყოფს ცენტრის ყოველწლიურ მხარდაჭერას და აქტიურად არის ჩართული მისი ყოველდღიური ფუნქციონირების პროცეს…
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის ბაზაზე, ახორციელებს სახელობო-პროფესიული განათლების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებას, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადებას და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას. პროგრამა ეფუძნება გრძელვადიან ხედვას - პროფესიული განათლება გახდეს საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერების, სოციალური ინტეგრაციისა და პიროვნული განვითარების ეფექტიანი პლატფორ…