Skip to main content
სამშვიდობო ინიციატივა მეგობრობისა და ერთობისთვის

პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის იმერეთში შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა.

მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად მოინახულეს სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ბაგრატის ტაძარი და მოწამეთა, გაეცნენ საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და ერთად გაატარეს საინტერესო დღე.

ლამოვანის საჯარო სკოლაში ქართველი და ოსი მოსწავლეები სწავლობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის, ურთიერთობისა და საერთო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. არაფორმალურ გარემოში ერთად გატარებული დრო ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, ურთიერთპატივისცემასა და ერთიანობის განცდის გაძლიერებას.

აღნიშნული ინიციატივა ლამოვანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა შეიმუშავეს ფონდ „ლაზარეს“ მიერ ორგანიზებული სამშვიდობო განათლების ტრენინგის ფარგლებში და პროექტის მხარდაჭერით განახორციელეს.

პროექტი -„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“- ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.