მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებისთვის ტრენინგი ჩატარდა

პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეში“, ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილ იქნა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე საპროექტო იდეა. საუკეთესო იდეების ავტორებისთვის კი, 2015 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  „პროექტის დიზაინი და მართვა.“

აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მიღებით, ახალგაზრდები დამოუკიდებლად შეძლებენ თავიანთი იდეები აქციონ პროექტებად და ექნებათ საშუალება მათი რეალურად განხორციელებისა, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანგარიშების წერისა და მენეჯმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა უნარების შეძენას.

All for Joomla All for Webmasters