ახალგაზრდული გაცვლითი ბანაკები

2015 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ახალდაბაში (საქართველო) და 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ეღეგნაძორში (სომხეთი) საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია,, სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად  განახორციელა პროექტი: ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების ორგანიზება  16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, სომეხი, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის.ბანაკების მიზანია, მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, მიიღონ ცოდნა და შეიძინონ შესაბამისი უნარები კონფლიქტის მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაში, გადალახონ სტერეოტიპები.

All for Joomla All for Webmasters