• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა სემინარი ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ

,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა სემინარი ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ

2015 წლის  8 მაისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში  ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილეებისთვის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტმა ნუკრი მემარნიშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „ორგანული სოფლის მეურნეობა.“ორგანული სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს აგროეკოსისტემების შენარჩუნებას და უზრუნველყოფს მათ სიჯანსაღეს,

მოიცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ბიოლოგიურ ციკლებს და ნიადაგის ბიოლოგიურ აქტიურობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ  არ აქვს გაცნობიერებული  მიწათმოქმედებაში გადაჭარბებული ქიმიზაციის საშიშროება.შხამქიმიკატებისა და სასუქების ხელაღებით გამოყენებამ შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება (მაგ. ჰუმუსის წარმოქმნა), გააუარესა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვისებები, საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას. მომავალი ფერმერები დაწვრილებით გაეცნენ  წვეთოვანი მორწყვის ეფექტურობას, თესლბრუნვასა  და შერეული ნათესების პრიციპებს. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები  და მიიღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია; დასასრულს კი,  გადაეცათ  შესაბამისი ლიტერატურა.

All for Joomla All for Webmasters