• მთავარი
  • სიახლეები
  • სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

2014 წლის 27 დეკემბერს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ფონდ ,,ლაზარეს“  სახელობო -პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, ხის ნაკეთობები, სამკერვალო ნაწარმი, ნახატები, გობელენი და თექის დამზადებული ნივთები.

სახელობო პროფესიული  სწავლების პროექტს ფონდი ,,ლაზარე“ 2006 წლიდან   შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია  HEKS_EPER-ის, ხოლო 2010 წლიდან კი სს „თელასის”ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ასობით სოციალურად დაუცველმა მოზარდმა სრულიად უფასოდ შისწავლა სხვადასხვა სახელობო პროფესია, დასაქმდა და მუდმივი შემოსავალიც გაუჩნდა. 

All for Joomla All for Webmasters