სასკოლო სესიები “კონფლიქტები, თანასწორობა და მიმღებლობა”

პროექტის - “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, ბოლნისის სკოლა “დავითიანსა” და სოფელ ლამოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სესიები  “კონფლიქტები, თანასწორობა და მიმღებლობა”. მოწვეული ტრენერის, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტის, ელიკო ბენდელიანის დახმარებით, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს კონფლიქტების, მისი ფაზების, მოგვარებისა და მედიაციის შესახებ, იმსჯელეს ტოლერანტობის, თანასწორობის, კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე.

სესიის მონაწილეებმა, ასევე, ნახეს და მოდერატორის დახმარებით განიხილეს ნორმან მაკლარენის ოსკაროსანი ფილმი  “მეზობლები”. სესიებში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლების მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

All for Joomla All for Webmasters