სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დასკვნითი ღონისძიება

17 დეკემბერს, პროექტის - სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები (დონორი: სს თელასი) ფარგლებში, კიდევ ერთი სასწავლო ექსკურსია ჩატარდა, რომელშიც ამჯერად მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა ყვარელში მოინახულეს ილია ჭავჭავაძისა და მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი, ფულის მუზეუმი; ასევე ისტორიული მნიშვნელობითა და არქიტექტურით გამორჩეული გრემის მუზეუმ-ნაკრძალი.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაცია, ახალი ინფორმაციის მიღების, დახარისხების, ანალიზის, ინტერპრეტაციის, ტრანსფერისა და შემოქმედებითობის უნარების განვითარება.

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები განხორციელდა სს თელასის ფინანსური მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალტეტების საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლემ.

All for Joomla All for Webmasters