• მთავარი
  • სიახლეები
  • შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირებისთვის

შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირებისთვის

8 დეკემბერს, ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა შეხვედრა „მრავალფეროვნების ჰარმონია - თანამშრომლობის პერსპექტივები ახალგაზრდების გასაძლიერებლად და სათემო მშვიდობის უზრუნველსაყოფად“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები (ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლები) და მშვიდობის მშენებლობის/ახალგაზრდების გაძლიერების სფეროში მომუშავე პირები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სათემო მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობას, სხვადასხვა თემში ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განხილვას სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების თანამშრომლობის საშუალებით. 

პროექტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართოს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას სხვადასხვა აქტორებს შორის. სწორედ ამ მიზნით, 2022 წელს შეიქმნა პლატფორმა სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის, სადაც სასულიერო პირები განიხილავენ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ სიტუაციას კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის კუთხით, მსჯელობენ რელიგიის და სასულიერო პირების როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში, სახავენ თანამშრომლობის გზებს და სათემო მშვიდობის მშენებლობაში ინტერვენციის შესაძლებლობებს.

პროექტს - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფონდი „ლაზარე“ პარტნიორ ორგანიზაციებთან - მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - CPCD The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი Syunik-Development NGO ერთად შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

All for Joomla All for Webmasters