სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების მეორე გასვლითი ღონისძიება

პროექტის - სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები (დონორი: სს თელასი) ფარგლებში, 19 ნოემბერს, მორიგი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი, წინანდლის ულამაზესი ბაღი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე და 900 წლოვანი ჭადარი. 

სასწავლო-შემეცნებითმა ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სოციალური, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი სამეურნეო, საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო ნივთები, მოისმინეს გიდის მიერ ნაამბობი საინტერესო ისტორიები ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახისა და ერეკლე მეფის შესახებ; მოსმენილმა და ნანახმა მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

All for Joomla All for Webmasters