სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პირველი გასვლითი ღონისძიება

პროექტის - სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები (დონორი: სს თელასი) ფარგლებში, პირველ გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების ეთნიკურად სომეხმა მოსწავლეებმა, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა. ახალგაზრდებმა მოინახულეს გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, პრომეთეს მღვიმე და ქუთაისის ღირშესანიშნაობანი.

ექსკურსია მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, არაფორმალურ სასწავლო პროცესში გაერთიანებული იყო რამდენიმე თემა და მოიცავდა ინტერდისციპლინურ კავშირებს (ისტორია, ქართული ლიტერატურა, რელიგია, ხელოვნება, გეოგრაფია და სხვა…), მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ გიდს და პედაგოგებს, ნახეს და შეიმეცნეს საქართველოს ის ადგილები, რომლებიც აქამდე ნანახი არ ქონდათ, მიიღეს ბევრი ახალი საინტერესო ინფორმაცია, სასიამოვნო ემოციები და შთაბეჭდილებები.

All for Joomla All for Webmasters