რელიგიური ლიდერების როლი სათემო მშვიდობის მშენებლობაში

მიმიდინარე წლის 4-7 სექტემბერს, საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციას პატივი ჰქონდა ემასპინძლა სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი სასულიერო პირებისთვის. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი სათემო მშვიდობის მშენებლობის და მასში რელიგიური ლიდერების როლის განხილვა იყო. მონაწილეებმა, მოწვეულ მოდერატორთან, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტთან, ქალბატონ ნინო კალანდარიშვილთან ერთად ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • მშვიდობა და ნდობა - მშვიდობის განმარტებები თეორიასა და პრაქტიკაში;
  • კონფლიქტი, კონფლიქტის სტადიები, ქმედებები მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის;
  • ინტერ-კულტურული ურთიერთობები, განათლება სტერეოტიპები, ინტერრელიგიური საკითხები;
  • უსაფრთხოება, მშვიდობა, ყოველდღიური მშვიდობა - მისი ინდიკატორები და ადამიანური მშვიდობა;
  • თემის ლიდერები - ლოკალურ, რეგიონულ და საზოგადოებრივ დონეზე;
  • ურთიერთობები და თანამშრომლობა კონფესიებს შორის;

რელიგიურ ლიდერებთან მუშაობა პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან მშვიდობის მშენებლობის პროცესში სასულიერო პირების მიერ გაწეულ შრომას უდიდესი წვლილი შეაქვს მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში. სხვადასხვა კონფესიების ერთობლივი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგიანს გახდის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს.

ფონდი „ლაზარე“ გეგმავს გააფართოვოს უკვე შექმნილი პლატფორმა და ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობის სფეროში რელიგიური ლიდერების თანამშრომლობას როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვადასხვა აქტორებთან.

Y3

Y2   Y4

Y1

Y7

All for Joomla All for Webmasters