ახალგაზრდა მართლმადიდებელთა საერთაშორისო ფორუმი

რუმინეთის ქალაქი ტიმოშორა, ამა წლის 31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობდა. აღნიშნულ ფორუმში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობდნენ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“, საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა. 

დელეგაციის წევრები იყვნენ: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი გიორგი ბერაძე, დიაკონი ლაზარე ძებისაშვილი, „დავითიანნის“ ხელმძღვანელი, კონსტანტინე სვანაძე, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" სამშვიდობო პროექტის კოორდინატორი ქეთევან ცხვედაძე და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის წარმომადგენლები.

ფოტო: დავითიანნი [DAVITIANNI]

A1    A5

A2  A4

A6  A3

 

All for Joomla All for Webmasters