ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე  5 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: ,,ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და აღადგინოს მეგობრული ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17–26 ივლისს,  ჩატარდა  ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა (საზაფხულო ბანაკი), სადაც 40 ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ (ჩრდილოეთ ოსეთიდან) ათი დაუვიწყარი დღე გაატარა.

პროგრამა დატვირთული იყო სახალისო, შემეცნებითი, კულტურული, გარემოსდაცვითი, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობებით.  მონაწილეებმა ასევე მიიღეს საბაზისო ცოდნა კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებში, განივითარეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა.როგორც გასულ წლებში, ახლაც, ქართველ და ოს ახალგაზრდებს  შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ მეგობრობას ეთნიკური და კულტურული წარმომავლობა არ განსაზღვრავს.

საზაფხულო ბანაკი ჩატარდა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში, რომელიც მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ფონდ ,,ლაზარეს“ ახალგაზრდული სამშვიდობო პროექტების განსახორციელებლად დაუთმო

All for Joomla All for Webmasters