ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში" - ცენტრალური აქტივობა - სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), 5- დან 14 ივლისამდე, 32 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით წარმატებით ჩატარდა და წელსაც გამორჩეულად საინტერესო და ემოციური გახლდათ. 

მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართულები ისეთ საინტერესო აქტივობებში, როგორიცაა სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების სავარჯიშოები, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, კულტურული და თემატური საღამოები. ახალგაზრდული გაცვლა  მონაწილეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ცხოვრებისეული გამოცდილებაა - ტრადიციულად, აქ შეძენილი მეგობრები გამორჩეული  ხდება, ხოლო გატარებული დღეები კი - დაუვიწყარი. 

პროექტს ფონდი " ლაზარე" 16 წელია ახორციელებს შვეიცარული ფონდის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის გადაწყვეტილებით,  დათმობილი აქვს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენცია.

All for Joomla All for Webmasters