სამშვიდობო განათლების დანერგვა - ტრეინინგი პედაგოგებისთვის

 

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” სამშვიდობო მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობა. ფონდი ხელს უწყობს სამშვიდობო განათლების დანერგვასა და მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას სკოლებში, რისთვისაც ყოველწლიურად, პროექტის - “ქართულ-ოსური” სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში იწვევს პედაგოგებს ტრეინინგებზე. 

23-27 ივნისს, სამი სამიზნე რეგიონის - გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს - სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრეინინგი სამშვიდობო განათლებაში, რომლის საშუალებით, მასწვლებლებმა აიმაღლეს ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, კონფლიქტის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, სათემო მშვიდობის მშენებლობა და პოზიტიური დისციპლინა.  მანამდე კი, პედაგოგებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ტრეინინგის პირველი ნაწილი, რომელიც დაეხმარათ, თუ როგორ გამოიყენონ სასწავლო პროცესში ნაყოფიერად სხვადასხვა ციფრული ხელსაწყო. 

პროექტი “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.

tren

All for Joomla All for Webmasters