• მთავარი
  • სიახლეები
  • ჩატარდა ტრეინინგი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ამეგობრებს

ჩატარდა ტრეინინგი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ამეგობრებს

15 წელზე მეტია, პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ხორციელდება ფონდ “ლაზარეს" და მისი პარტნიორების მიერ და  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის, ტოლერნატობისა და მიმღებლობის განვითარებაში. 15-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, ტრადიციულად, პირველი აქტივობა - ლიდერების ტრეინინგი  - “ლიდერობასა და ფასილიტაციაში” და “კონფლიქტის ტრანსფორმაციაში” - ჩატარდა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.

მასში მონაწილეობას იღებდნენ  ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.  მონაწილეები ტრეინინგის საშუალებით გადამზადდნენ და მიიღეს ინფორმაცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ ახალგაზრდული გაცვლის სამართვად დასჭირდებათ. გარდა ისეთი საკითხებისა, როგორიცაა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფის მართვა, პრეზენტაცია, კონფლიქტის არსი,  ტოლერნატობა, თანასწორობა და მრავალფეროვნება, ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენერთა ტრეინინგი (ToT) და უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაატარონ სესიები მოზარდებისთვის.  

ლიდერების ტრეინინგის მიზანია, როგორც სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლისთვის მომზადება, ასევე სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების დაახლოვება და დამეგობრებაა. მოხარულები ვართ, რომ წელსაც მივაღწიეთ დასახულ მიზანს. პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.

thumbnail 10      thumbnail 9

thumbnail 8  thumbnail 7

thumbnail 6  thumbnail 13

thumbnail 24  thumbnail_23.jpg

  

All for Joomla All for Webmasters