პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" 5 წლისაა

წელს ფონდ "ლაზარეს" პროექტს - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - 5 საიუბლეო წელი შეუსრულდა და წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში საზაფხულო ბანაკისთვის ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგი ჩატარდა. პროექტის მიზანი კვლავ ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ნდობის გაღრმავებაა.

ტრეინინგზე მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფასილიტაცია, მედიაცია, ლიდერობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია. ისინი უკვე მზად არიან, პროექტის გუნდთან ერთად, ქართველ და ოს მოზარდებს უმასპინძლონ სამშვიდობო ბანაკში. პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.

thum2 thum1

  thum5   tum3

thumb4

 

All for Joomla All for Webmasters