• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლაში“ გაიმართა შეხვედრა გარდაბნის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან

,,ფერმერთა სკოლაში“ გაიმართა შეხვედრა გარდაბნის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან

2017 წლის 16 ნოემბერს, სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლა“-ში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, გააცნეს სოფლის მეურნეობის პროექტი ,,ფერმერთა სკოლა”,რომლის ბაზაზეც 2016 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“,სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სრულიად უფასოდ დაეუფლოს პროფესიულ პროგრამებს.
თავის მხრივ ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს ,რომ სოფლად პროდუქტიულობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარება, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ მეურნე-სუბიექტებს ჰქონდეთ კვალიფიციური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.
შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ მომავალში აუცილებელია ერთობლივი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარებას.

111

All for Joomla All for Webmasters