• მთავარი
  • სიახლეები
  • სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ

სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ

2017 წლის 10 ოქტომბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კონსულტანტმა ნუკრი მემარნიშვილმა ჩაატარა ლექცია ორგანული მიწათმოქმედების შესახებ, რომელიც  მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

რა არის ბიოწარმოება; ბიოწარმოების ძირითადი პრინციპები და ამოცანები; მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდები მებოსტნეობაში, შერეული ნათესები; მცენარეთა დაცვის მეთოდები; მავნებლები, მათი რაოდენობის რეგულირების მეთოდები და საშუალებები ბიომეურნეობაში; სოკოვანი დაავადებების განვითარების პირობები, ამ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები. შეხვედრაზე ,,ელკანას“ წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა მიწათმოქმედებაში ქიმიზაციის საშიშროებაზე, პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენების მავნე ჩვევაზე, რამაც შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება (მაგ. ჰუმუსის წარმოქმნა), გააუარესა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვისებები, საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას. ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ნიადაგის ნაყოფიერება, ნიადაგში მობინადრე ორგანიზმები, ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების ამაღლების მეთოდები, ბიოსასუქების (კომპოსტი, ვერმიკომპოსტი, ჭინჭრის ნაყენი და სხვ.) დამზადება.  ლექცია-სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მომავალმა ფერმერებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

105

All for Joomla All for Webmasters