• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტების სასწავლო ექსკურსია ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტების სასწავლო ექსკურსია ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე

2017 წლის 23 სექტემბერს, ფერმერთა სკოლის „მეხილეს“ სპეციალობის სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას კვლევითი ბაზა მოინახულეს (მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო), სადაც სასოფლო-სამეურნეო საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებია განთავსებული.

მათ დაათვალიერეს: 450-მდე ქართული და 350 უცხოური ვაზის ჯიშის საკოლექციო ნარგაობა; ხეხილის ბაღები, მათ შორის 300-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაზაზე განთავსებულია სატყეო და ქარსაცავ ჯიშთა გამოცდისა და სადემონსტრაციო ნაკვეთი და სათბურ-ორანჟერიები; „შპს ღვინის ლაბორატორია“, სადაც მიმდინარეობს ალკოჰოლური სასმელების ტესტირება, სასერთიფიკაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი და შეფასება; სამყნობ-სასტრატიფიკაციო შენობა, ავტომატიზირებული რეჟიმის მაცივრები, სასერთიფიკაციო და საფუმიგაციო კამერები, სათბურები და ორანჟერიები, მცენარეთა თერმული დამუშავების, სადეზინფექციო, სამყნობი დადასაპარაფინებელი დანადგარები, ნიადაგის დამუშების, მულჩირების, მცენარეთა დაცვის აგრეგატები, სატელიტური კლიმატური სადგური და სხვა.
სასწავლო ექსკურსია საინტერესო, ინფორმაციული და ყოვლისმომცველი იყო.

107

 

All for Joomla All for Webmasters