14-25 ივლისი,სამშვიდობო ბანაკების პირველი ნაკადი სომხეთში

2017 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისამდე, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,, ლაზარე“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში ახორცილებს საზაფხულო ბანაკების პირველ ნაკადს სომხეთში.

პროექტის მიხედვით 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდი გაეცნობა ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას, ასევე კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრებას.  პროექტი 2007 წლიდან შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS_EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

All for Joomla All for Webmasters