• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებს სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებს სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2017 წლის 29 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, ქალაქ რუსთავში, ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ და სართიჭალის ფილიალის სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე: „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“,რომელიც ჩინურმა კომპანია „ჰუნანმა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა

.
სასწავლო კურსის მიზანი იყო ფერმერებისთვის, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობისა და მისი მართვის საკითხების სწავლება. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ სიახლეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ სასათბურე პირობებში მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებაში.

109

 

All for Joomla All for Webmasters