• მთავარი
  • სიახლეები
  • კონფერენცია ,,სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები -არსებული ვითარება და გამოწვევები”

კონფერენცია ,,სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები -არსებული ვითარება და გამოწვევები”

2016 წლის 23 დეკემბერს, სასტუმრო “ამბასადორში”, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელისა” და საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია: “სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები - არსებული ვითარება და გამოწვევები”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე; ზემოქმედების მექანიზმებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებსა და შესაძლო პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებაზე.

All for Joomla All for Webmasters