• მთავარი
  • სიახლეები
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

2016 წლის 9 დეკემბერს, პროექტის- "ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში"- მიერ დაფინანანსებული მცირე მასშტაბიანი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში,

წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ჩაატარა სემინარი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე სახელწოდებით- "საერთო წარსული და მომავალი“, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები (თბილისის 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები) ესწრებოდნენ. საუბარი შეეხებოდა აფხაზებისა და ქართველების საერთო წარსულს, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და მომავლის პერსპექტივას; სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

All for Joomla All for Webmasters