სემინარ-დისკუსია ილიაუნში

2016 წლის 29 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზ ლიგამუსში, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელისა და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა სემინარ-დისკუსია თემაზე: „სამშვიდობო ჟურნალისტიკის როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. დისკუსიაზე მომხსენებლად მოწვეული იყო,

რადიო თავისუფლების გორის ბიუროს ჟურნალისტი, ევროკავშირის მისიის პრიზის ლაურეატი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში - გოგა აფციაური. შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო პროპაგანდის გავლენა მშვიდობის მშენებლობის პროცესზე და გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.

All for Joomla All for Webmasters