შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 20 ივნისს,საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ და მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის -„ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-წარმომადგენლებსა და ბერგჰოფის ფონდის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან,

რომელსაც შოთა შველიძე - ბერგჰოფის ფონდის პროექტის ლოკალური კოორდინატორი და ელენე ნათენაძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოკუპირებულ რეგიონებში ურთიერთობების დამყარების კოორდინატორი უძღვებოდნენ.შეხვედრაზე, რომლის ძირითადი მიზანი იყო სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა და მონაწილეობა, სტუდენტებმა მოისმინეს „ცოცხალი ისტორიები,“ ასევე გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეების მიერ მოხდა მოსმენილის ანალიზი და საკუთარი ხედვების დაფიქსირება.

All for Joomla All for Webmasters