• მთავარი
  • სიახლეები
  • HEKS-EPER- ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში“

HEKS-EPER- ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში“

2016 წლის 18 ივნისს, ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER- ის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე ანგარიშის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში გახორციელებული სხვადასხვა აქტივობები და მათი შედეგები. HEKS-EPER-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა,

გაესაუბრნენ კოლეჯის მასწავლებლებს და სტუდენტებს.  ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის მიერ
დაფინანსებული პროექტის შეფასება და მომდევნო 4 წლის  განმავლობაში (2017-2020) ახალი სტრატეგიისა და რეგიონალური პროგრამების შემუშავება-დაგეგმვა.

All for Joomla All for Webmasters