ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში

2016 წლის 9-15 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში“, პროექტის- „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში სამშვიდობო ბანაკებში ლიდერებად შერჩეული ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ლიდერობასა და ფასილიტაციაში“, რომელიც მოიცავდა შინაარსობრივ სავარჯიშოებს,

როლურ და ფსიქოლოგიურ თამაშებს, გუნდურ მუშაობის პრინციპებსა და მრავალ სხვა აქტიურ საქმიანობას, რაც მომავალში ახალგაზრდა ლიდერებს დაეხმარებათ ბანაკში მყოფი სხვადასხვა ეროვნების მოზარდებისთვის კონფლიქტების არსის გაცნობასა და ერთმანეთთან დაახლოებაში.

All for Joomla All for Webmasters