• მთავარი
  • სიახლეები
  • ცხადდება კონკურსი პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შესარჩევად

ცხადდება კონკურსი პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შესარჩევად

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ იწეყებს პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევას. პროექტის შინაარსი: ფონდი „ლაზარე“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების ჩართულობის საშუალებით.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია საზაფხულო ბანაკები, რომლის მონაწილეებიც - ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოზარდები არიან. ბანაკების მიზანია, მონაწილეებს ჰქონდეთ საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, მიიღონ ცოდნა და შეიძინონ შესაბამისი უნარები კონფლიქტის მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაში, გადალახონ სტერეოტიპები. ლიდერების ფუნქციაა ბანაკის მონაწილეებისთვის კონფლიქტის ტრასფორმაციის სესიების ჩატარება, ასევე ბანაკის მიმდინარეობის, უსაფრთხოების და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და ხელმძღვანელობა. შერჩევის შემდეგ ლიდერებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ორ ეტაპად: 

1. ლიდერობა და ტრეინინგი ტრენერებისთვის (ToT): 9-15 მაისი
2. კონფლიქტის ტრასფორმაცია: 2-8 ივნისი 

დასრულების შემდეგ კი განაწილდებიან საზაფხულო ბანაკების ნაკადებში, თითოეული ნაკადის ხანგრძლივობაა 10 დღე. ბანაკების ჩატარების პერიოდი - 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება და მიეცემათ შესაბამისი ანაზღაურება. მგზავრობისა და კვების ხარჯები დაიფარება ორგანიზაციის მიერ.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • • ასაკი - 23-30 წელი
    • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
    • მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
    • ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის პროცედურა: დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 10 აპრილი,დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 597703900

All for Joomla All for Webmasters