• მთავარი
  • სიახლეები
  • მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში

მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში

2015 წლის 8 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფონდ "ლაზარეს" სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო სახელოსნოებში დამზადებული საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, ხეზე ნაკვეთი ნივთები, ტანსაცმელი, ფარდაგები, თექის ნაწარმი და ა.შ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს საპატრიარქო და სააქციო საზოგადოება „თელასი“.  გამოფენა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

All for Joomla All for Webmasters