• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის-,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“-ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში

პროექტის-,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“-ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში

2015 წლის 5 დეკემბერს,ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, კახეთის რეგიონში მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე წინანდალში, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი და ალავერდის ტაძარი.

პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ერთდღიანი ვიზიტების (ექსკურსიების) მოწყობით, სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. პროექტს ფონდი „ლაზარე“  სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდება.

All for Joomla All for Webmasters