• მთავარი
  • სიახლეები
  • მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომში, სამშვიდობო კონცერტი გაიმართა

მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომში, სამშვიდობო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა გიორგი ოგანესიანმა საკუთარი პროექტი, რომელიც  მშვიდობის თემას მიუძღვნა - ქალაქ ბორჯომში კონცერტის ორგანიზებით  განახორციელა.

 ,,ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში", - ასე ერქვა  ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა ბორჯომში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალიზაციასა და მათი კულტურულ-შემეცნებითი ცნობიერების ამაღლებას. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები  და მოწვეული სტუმრები.  საღამოს ამშვენებდა გრანდიოზული ბანერი, რომელზეც სტუმრები ტოვებდნენ საკუთარ ავტოგრაფებს აფხაზეთში დაბრუნების ნიშნად (კონცერტის დასრულებისას ბანერი  საჩუქრად გადაეცა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს). ღონისძიებაზე, ჟიურის წევრების მიერ გამოვლენილ იქნა  ესეს კონკურსში გამარჯვებულები, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.საღამო ,,ბორჯომელი მოხალისეებისა“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით  2007 წლიდან ხორციელდება.

All for Joomla All for Webmasters