მიკრო პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“- სიღნაღის რაიონში

ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა სოფო ბაბალაშვილმა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირემასშტაბიანი  პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“-განახორციელა. პროექტის მიხედვით, სიღნაღის რაიონის,  სოფელ ანაგის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი

თემაზე: კონფლიქტები და მშვიდობა, ხოლო დასკვნით ეტაპზე,  სოფელ ანაგის ავტობუსების გაჩერება მოხატეს სტრიტ-არტისტებმა  დევიზით - "იყავით მშვიდობის ელჩები!" ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული იყო სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტი და  ადგილობრივი ახალგაზრდები.პროექტი ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

All for Joomla All for Webmasters