• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის- ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება დავით გარეჯში

პროექტის- ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება დავით გარეჯში

2015 წლის 14 ნოემბერს, ფონდ ,,ლაზარეს“  პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებმა ისტორიული მნიშვნელობითა და საინტერესო არქიტექტურით გამორჩეული დავით გარეჯის მონასტერი  მოინახულეს.

 პროექტის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ვიზიტების (ექსკურსიების) მოწყობით, სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ პროექტს ფონდი სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდება.

All for Joomla All for Webmasters