• მთავარი
  • სიახლეები
  • ასოციაცია „თანხმობამ“ წმ.თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა

ასოციაცია „თანხმობამ“ წმ.თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა

2015 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარის მოადგილემ მარინე ფოჩხუამ ჩაატარა სემინარი თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“

სემინარ-დისკუსიას ესწრებოდნენ უნივერსისტეტის სტუდენტები, რომელთაც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე.

All for Joomla All for Webmasters