• მთავარი
  • სიახლეები
  • სემინარი და მრგვალი მაგიდა სამშვიდობო პროცესების შესახებ ქუთაისში გაიმართა

სემინარი და მრგვალი მაგიდა სამშვიდობო პროცესების შესახებ ქუთაისში გაიმართა

2015 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ფონდ ,,ლაზარეს“ და მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი-დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“ 24 ოქტომბერს კი, - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -გაიმართა მრგვალი მაგიდა,

რომელსაც ესწრებოდნენ სამშვიდობო პროცესში ჩართული ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი კონფლიქტების დარეგულირებისა და შერიგების პროცესში. აღნიშნულ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობდნენ ფონდ ,, ლაზარეს“ სამშვიდობო ბანაკების ლიდერები. მრგვალი მაგიდა და სემინარ-დისკუსიები პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება და მის მთავარ დანიშნულებას სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.

All for Joomla All for Webmasters