2014 წლის 29 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიკთან“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის - „საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში”-ფარგლებში, მოაწყო სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა.
საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე,“ ზემოთაღნიშნულ პროექტს პარტნიორებთან ერთად 2007 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსა და შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS_EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრებ მოზარდთა შორის სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბება კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით.